воскресенье, 10 июля 2016 г.

მეცხრე დღე

გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგის მასალა , გავაკეთეთ ბმულები გავუგზავნეთ ტრენერს ჩვენი ბლოგის მისამართი,გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

          ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  ვისწავლე,როგორ დავამზადო ბუკლეტი .
         ასეთი ბროშურების დამზადების პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ ,
         პროექტის გეგმას ვადგენდი მსგავსად ნასწავლისა ,მაგრამ არ ვითვალისწინებდი მაგალითად მიმართულების მიმცემ თუ საკვანძო კითხვებს ,შეფასების დროის ჩარჩო და ამ შეფა-სების ინსტრუმენტებიც სიახლე იყო ჩემთვის ,  დამჭირდება და  გამოვიყენებ იმ
 თეორიულ და პრაქტიკულ მასალას, რომელიც ტრენერმა მოგვაწოდა ტრენინგის
 განმავლობაში.'       

пятница, 8 июля 2016 г.

მეშვიდე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები, მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს, დავგეგმეთ ჩვენი პროექტისა აქტივობები ავსახეთ გეგმაში, რომელიც გავუზიარეთ ტრენერს.

воскресенье, 3 июля 2016 г.

მეექვსე დღე
გავიხსენეთ წინა დღის განვლილი მასალა,შევადგინეთ ჩვენი პროექტისთვის მოსწავლის ნიმუში,თვითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთ პროექტისთვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების დროის ჩარჩოში, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე  მივიღეთ საშინაო დავალება.

суббота, 2 июля 2016 г.

მეხუთე დღე

გავიხსენეთ  გუშინდელი დღე.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,ვისაუბრეთ მიმდინარე და საბოლოო შეფასებებზე. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები, შვიტანეთ პროექტის გეგმის შაბონში, შეფასების დროის ჩარჩოში.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები,კერძოდ  პრეზენტაციის ჩეკლისტი თანატოლთა უკუკავშირის ფორმა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა,ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე,მივიღეთ საშინაო დავალებები.

пятница, 1 июля 2016 г.

მეოთხე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე გავლილი მასალა, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მნიშვნელობაზე პროექტებით სწავლებაში. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვების პრეზენტაცია.გავარჩიეთ ზოგადი და თემატური კითხვები მოვიფიქრეთ  კითხვები ჩვენი პროექტისათვის, შევიტანეთ გუგლდოკებში გავუზიარეთ ტრენერს, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისგან და  ჯგუფისწევრებისგან.